воскресенье, 18 сентября 2011 г.

სათაფლია-"დინოზავრების სამეფო"

  1. პროექტი: სათაფლია
  2. პროექტის მოკლე აღწერა: სათაფლია-"დინოზავრების სამეფო"
  3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში აღწერილი იქნება სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი,მღვიმე,დინოზავრის ნაკვალევი,ასევე პეტრე ჭაბუკიანის ცხოვრება და მოღვაწეობა.
  4. მონაწილეთა ასაკი-კლასები:13-15 წელი.VII-X კლასი
  5. ვადები:ხანგრძლივობა 1კვირა
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ინტერნეტში; შექმნიან სხვადასხვა პრეზენტაციებს,ვებ-ალბომებს, გაუზიარებენ ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას, განათავსებენ თავიანთ მასალებს ინტერნეტში.
  7. მოსალოდნელი შედეგი-პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას; შექმნიან ვებ-გვერდს,ბლოგების სახიტ მათვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. ისწავლიან ინფორმაციის გაცვლა -გამოცვლას ერთმანეთში.
  8. სასარგებლო სწხვებისთვის:სათაფლიის ისტორიიტ დაინტერესებული პირები ნახავენ ბავშვთა ნამუშევრებს, შემოვლენ დისკუსიებში, გააკეთებენ კომენტარებს.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან-ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხელოვნების; ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის საგანთან.
  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნათია ბენდელიანი და ლონდა  ჩოგოვაძე
  13. ელ-ფოსტა: natia.bendeliani3@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი: 
  15. პროექტის ვებ-გვერდი-ბლოგი http://natiabendeliani.blogspot.com.
სათაფლიის ნაკრძალი სათაფლიის ნაკრძალი და კარსტული მღვიმეები მდებარეობს ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაშორებით, კავკასიონის ქედის ქვემო კალთებზე, ზღვის დონიდან 500 სიმაღლეზე და სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის შემადგენლობაში შედის. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, შორეული წარსულის, ძველი ეპოქების გადმონაშთი და მხოლოდ ამ ადგილისათვის დამახასიათებელი ნიმუშებით, რამდენიმე კარსტული მღვიმე და დინოზავრის ნაკვალევი.

დინოზავრის ნაკვალევი ნაკრძალში 5 მღვიმეა. პირველი მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა მკვლევარმა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს. მღვიმის საერთო სიგრძე 600 მეტრია, სიმაღლე 10–15, ხოლო სიგანე 5 .

მღვიმეში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. ხოლო კიბეები და თანამედოვე შესასვლელი ხელოვნურადაა შემდეგ გაკეთებული.

სათაფლიის მღვიმე ამ პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 -ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. 50-იოდე მეტრში განთავსებულია უზარმაზარი დარბაზი, რომელსაც პირობითად №1 დარბაზი ეწოდება. მისი სიმაღლე 15 . ხოლო სიგრძე 35 . დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება.

უზეუმი სათაფლიის ნაკრძალში პირველი დარბაზის დასასრულს და მეორეს დასაწყისში მოჩანს სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების მტევნისებრი, სოკოსებრი, ბოლქვისებრი, ნაოჭა ფორმები, კედლის მოფარდაგებები. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.

მეორე დარბაზი პირველთან შედარებით მცირეა. ბოლო მესამე დარბაზში კი განლაგებულია მღვიმის ჩანჩქერი, რომელიც ათმეტრიან ჭაში ვარდება. ჭის ფსკერზე იქმნება პატარა ტბა, საიდანაც წყალი გაედინება . ქუთაისის მხარეს, მდინარე ოღასკურას სახელწოდებით.





1 комментарий:

  1. Titanium Phone Case | TITanium Studio
    This titanium apple watch band high quality stainless titanium 6al4v steel case features a premium babyliss pro nano titanium hair dryer design with premium gaggia titanium features and a sleek design that protects your interior and bottom from price of titanium corrosion.

    ОтветитьУдалить